გამოუთქმელია მოწყალება ღვთისა ადამიანისადმი! მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი თვითნებურად ჩამოშორდა

გამოუთქმელია მოწყალება ღვთისა ადამიანისადმი! მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი თვითნებურად ჩამოშორდა ღმერთს, ღმერთი ადამიანს არასოდეს არ ივიწყებს. დაუსრულებელი სიყვარული ღვთისა ყოველთვის იყენებდა და იყენებს სხვადასხვა საშუაებას იმისათვის, რომ ცდომილი იხსნას დაღუპვისაგან. ადამიანის დაცემის მომენტიდან მოკიდებული ღმერთს არ შეუწყვეტია და არც სწყვეტს ზრუნვას, რათა მამობრივი ხმით მოუწოდეს ადამიანს ცოდვითსავსე ძილიდან გამოღვიძებისაკენ. ეს ხმა ისმოდა სამოთხეში სინას მთაზე სინდისში და წინასწარმეტყველთა დარიგებებში ჭეშმარიტი ცხოვრებისათვის და ახლაც მუდმივ მეორდება წმიდა ეკლესიის მიერ, კეთილმორწმუნენო! ჩვენ რომ ღირსნი შევიქმნეთ რჩეულთა რიგებში ჩადგომისათვის და თავი ვიხსნათ საუკუნო დაღუპვისაგან, აი, ამ წუთებში ვისწავლოთ, თუ რას შეუძლია ჩვენი ღმერთთან შერიგება, ან რა სახითაა შესაძლებელი ჩვენი ღმერთთან დაახლოება? როგორც ცნობილია, ჩვენ ღვთისაგან გვაშორებს ხორციელი განცხრომა, ანგარება ანუ ვერცხლისმოყვარეობა, პატივმოყვარება, გინათუ წუთისოფლის სიამაყე. მაშასადამე, ჩვენ ღმერთთან გვაახლოებს სრულიად საწინააღმდეგო საშუალებანი; გულის სიწმინდე, მოყვასისადმი უანგარო სიყვარული და ღვთისსათნო მოქმედება ან როგორც მოციქული იტყვის: უბიწოება, სიმართლე, ღვთის შიში, გინა კეთილმსახურება. აი, ყველა ეს კეთილი საქმე, რომელიც ჩვენ ღმერთთან გვაახლოებს. ა) ღმერთს არ უყვარს, საყვარელნო, უკანონობა, იგი წმიდაა. ამიტომ ამბობს იგი, არამარტო უდ საქმეებს, არამედ არაწმინდა აზრებსა და სურვილებს არ ეყოფა სათნო. ღმერთი ყოვლად მეცნიერია, მან იცის და უარყოფს კეთილმსახურების ყოველივე გარეგნულ, ფორმალურ სახეს. ბ) ღმერთს რომ შევურიგდეთა, ამისათვის საჭიროა მოყვასისადმი უანგარო სიყვარული. ღმერთი წმინდა სიყვარულია. ამიტომ მას ვერ ვასიამოვნებთ, თუ რომ მოყვასისადმი საკეთილდღეო საქმეებს არ ვასრულებთ. ლოცვაც და მარხულობაც ერთნაირად უმნიშვნელოა, მათ დაუკავშირებლად მოყვასისადმი სიყვაულთან. გ) ღმერთს რომ ჩვენ დაუახლოვდეთ, ამისათვის საჭიროა სათნოება. ღმერთი მისი დიდების გულმოდგინეა. ჩემს დიდებას სახვას არ მივცემ, ამბობს იგი ისაიას წინასწარმეტყველებაში. ვინაიდან მას მხოლოს ეკუთვნის ყოველივე დიდება და პატივისცემა. მაშასადამე, შეურიგდება განა იგი ისეთ სულს, რომელსაც უნდა რომ მისი ტახტი ვარსკვლავებს ზემოთ დადგას და ზენაარს ემსგავსოს? - არა. ღვთიური დიდება მიუწვდომელია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც კადნიერდებიან და ცდილობენ წინააღუდგნენ ღმერთს და მის კანონს, რომელიც მათ უკარნახებს და ასწავლის ღვთის წინაშე სითავმდაბლეს, მორჩილებას და სხვ. ამიტომ კეთილმსახურნო მსმენელნო, ვიჩქაროთ და შევამკოთ თავი ჩვენი ამ სიკეთეებით და მაშინ შეგვიყვარებს ჩვენ უფალი ღმერთი ჩვენი და მიგვიღებს მის სამარადისო სასუფეველში. ამინ
 
თემატური კითხვები
0