არწივნი რა დაბერდებიან, აღფრინდებიან ჰაერთა შინა და მუნით შთახდებიან წყაროსარასამე შინა და

არწივნი რა დაბერდებიან, აღფრინდებიან ჰაერთა შინა და მუნით შთახდებიან წყაროსარასამე შინა და განახლდებიან და განჭაბუკდებიან სიბერისაგან. შენცა აღაფრინე გონება შენი ზეცად მამისა მიმართ და შთამოიჭერ მუნით წყაროსა მას, რომელ არს მოძღვარი სულიერი, და აღსარებია მიერ განაწაბუკე ცოდვით დაბერებული სული შენი.
    გველნიცა განიძრობენ ქერქთა თვისთა მრავალჟამობისათვის. და შენ არა განიძარღო ცოდვა და ეგო უკურნებელად, არცაღა გველად საგონელ იყო.
    დათვი მძვინვარე და ყაპუზუნა მებრძოლი შეიცვალებენ ბუნებათა თვისთა და კაცთა მიერ სწავლითა დამშვიდნებიან და დაუტევებენ ველურებასა და ვითარცა კაცნი, ვლენა და როკვენ და საბელთა განვლიან. და შენ პირმეტყველი და გულისხმიერი ისმენ სწავლასა და მრავალსა მოძღვრებასა და არა დაუტევება მაგას ველურებისა უსაძაგლესაა ცოდვისა ჩვეულებასა?
 
თემატური კითხვები
0