
ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა:
აღდგომა
განა თვით ყველაზე გულმოდგინე და ყურადღებიანი დამკვირვებელი შეძლებს, აღმოაჩინოს, როგორ ხდება, რომ
განა თვით ყველაზე გულმოდგინე და ყურადღებიანი დამკვირვებელი შეძლებს, აღმოაჩინოს, როგორ ხდება, რომ მკვდარი, მიწაში ჩაგდებული თესლი აღმოაცენებს ახალ მცენარეს და მის შესაბამის მრავალ ამონაზარდს? ეს სასწაული ისევე ძნელი ასახსნელია, როგორც გახრწნილი ფერფლიდან ადამიანის აღდგომა, ამიტომაა, რომ აღდგომის დოგმატის ჭეშმარიტებაში კორინთელთა განსამტკიცებლად წმ. პავლე მოციქულს მოაქვს მცენარის მაგალითი, რომელიც დამპალი მრაცვლიდან იბადება და უგუნურს უწოდებს მათ, ვინც ყოველდღიურად ამ უკანასკნელ სასწაულს ხედავენ და ეჭვი ეპარებათ პირველში, რომელსაც ღმერთი უკანასკნელ ჟამს აღასრულებს (1 კორ. 15, 35–38). ჩანს, ღვთისთვის სათნო იყო, რომ ყოველივე – ჩვენს გარშემო არსებული და თვით გონებით დადასტურებული ჭეშმარიტებები საიდუმლოთა მთელ სიმრავლედ წარმოდგენილიყო იმისათვის, რომ მოვემზადებინეთ და განვეწყვეთ იმის მისაღებად, რომლის გაცხადებაც მას ჩვენთვის სურდა, როგორც ჩვენ გვახარებს გაზაფხულის მოსვლა, ასევე უნდა გვახარებდეს ჩვენი მომავალი აღდგომა, მაგრამ აღდგომის გაზაფხული ჭეშმარიტად მხოლოდ მაშინ გაგვახარებს, როდესაც ქრისტიანულად ვიცხოვრებთ. ვინც ურჯულოდ ცხოვრობს, ის აღდგომის დღეს ვერ გაიხარებს და დაუსრულებლად იქნება წყვდიადში.
|