
ავტორი:
წმ. ალექსი ბერი
რაც უნდა იყოს ეგ შენი განსაცდელი, გარეგანი თუ შინაგანი, სულიერი, გინა ხორციელი, ამა ყოველთა წამალი
რაც უნდა იყოს ეგ შენი განსაცდელი, გარეგანი თუ შინაგანი, სულიერი, გინა ხორციელი, ამა ყოველთა წამალი მხოლოდ მოთმინებაა, თუმცა დიდად მოგეწყინება ცხოვრება და არა გსურის სიცოცხლე, მაგრამ მოიგონე წმიდანების ცხოვრება, თუ ვითარ ამ გზით უვლიათ იმათაც, რამეთუ მათი განკაფულია გზა ეგე ეკლიანი და საჭირბოროტო, რომელსაც შენ ეკვეთები და ესე არს გზა იგი, რომელიც ახსენა მაცხოვარმან მიმყვანებელად სასუფეველად, რომლის მოგზაურნი მსგავსად შენდა იყვნენ ჭირსა დიდსა, ვითარცა მოწმობს ცხოვრება წმიდა მამებისა. მაშ, არა უცხო რაიმე შგემთხვია შენ, საყვარელო ძმაო, არამედ რაიცა დიდთა, ღვთისმოყვარეთა შემთხვევიათ, იგივე შეგემთხვია შენცა და უკეთუ მათთვის იქმნა ეგე ვითარი ჭირი და მწუხარება საჭირო უმაღლესი ნეტარების მიზნად განგებული, დაუთმე შენცა ღვთის განგებას, რომელიც ამზადებს შენთვის უმჯობესს.
|