ავტორი:
სულხან-საბა ორბელიანი
თემა:
ჯოჯოხეთი
შეახვავე ერთად ყოველივე მტვერი მიწისა და ყოველივე ქვიშა ზღვისა, ყოველივე ცვარი წყალთა, ყოველივე
შეახვავე ერთად ყოველივე მტვერი მიწისა და ყოველივე ქვიშა ზღვისა, ყოველივე ცვარი წყალთა, ყოველივე ნაკროტენი ფრინველთა, ყოველნივე თმანი კაცთანი. ყოველივე ერთად შეგროვებულთაგან ათასთა წელიწადთა შინა ერთად ვინმე ამათგანი თვითო წარიღოს: ანუ ერთი მტვერი, ანუ ერთი ქვიშა, ანუ ცვარი, ანუ თმა, ანუ ნაკრტენი, რაოდენი ათასნი წელნი გარდახდენ? ცნობა მიეღების აღმრიცხველთა, არამედ იგიცა აღილევის და, მართალსა გეტყვი, ჯოჯოხეთისა ტანჯვა არა დაილევის.
|