image

თემა: გართობა

რა გჭირთ? გამაგრდით და გამხნევდით! ნუ ფიქრობთ, რომ გართობა დაგეხმარებათ. გართობა ისედაც სევდის მომგვრელია და წუხილის ჟამს კიდევ უფრო გასევდიანებს. დიახ, ასეა. გარეგნული მხიარულების წუთებში გულს დარდი ავიწყდება, მაგრამ შემდეგ, როცა მხიარულება და გართობა გადაიცლის, სული მარტო რჩება და იგი თავს ახსენებს ორმაგი, სამმაგი და ათმაგიც კი დარდითა და წუხილით. ეს ხომ მთელმა სამყარომ იცის, მაგრამ არ გისმენს არავინ, რაც გინდა უთხარი. აი, თქვენც ყველას ბაძავთ! დარდი დაგატყდათ თავს და თქვენც გართობას დაუწყეთ ძებნა! დაანებეთ თავი, უმჯობესია, უფალს სთხოვეთ ნუგეში, და ყოვლადწმიდა დედოფალს. აი, თუ ისინი მოგცემენ, მართლა მოგცემენ მტკიცე ნუგეშებს. ჰოდა, მათ მიმართეთ! ამისთვის, რა თქმა უნდა, უფრო მეტად შინ ჯდომა და ლოცვაა საჭირო, ანდა ეკლესიაში სიარული და ლოცვა, ცოტა განსჯა და კითხვაც კარგია. თქვენ კარგად იგებთ ისააკ ასურს და ნუ მიატოვებთ მას. იგი ყველაფერს გასწავლით. ყოველგვარ ნუგეშს გისურვებთ ღვთისაგან. ილოცეთ და ყოველგვარ უძლურებათა მკურნალი უფალი განგკურნავთ
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები