ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: გართობა
376. რას გვეტყვით გართობის შესახებ?
საოცარი ავადმყოფობა მოგვევლინა – გართობის ვნება. არასოდეს ყოფილა გართობის ასეთი მოთხოვნილება, როგორც ამჟამად.
377. რისი მაჩვენებელია ეს?
ეს პირდაპირი მაჩვენებელია იმისა, რომ ადამიანებს არაფერი აქვთ, რითაც იცხოვრებენ, რომ გადაეჩვივნენ სერიოზულ ცხოვრებას, შრომას გაჭირვებულთა სასარგებლოდ, შინაგან სულიერ ცხოვრებას და მოიწყინეს! და სულიერი ცხოვრების სიღრმესა და შინაარსს გართობაზე ცვლიან. რა უგუნურებაა! თითქოს გონებადაკარგული ბავშვები იყვნენ! ამ დროს კი გართობა უკვე საზოგადოებრივი ზადია, საზოგადოებრივი ვნება.