image

თემა: სიცილი

პირველი მონაზონისა სულისა ოხრებაი სიცილი და განცხრომაი არს. ჰოი მონაზონო, ოდეს იხილო ესევითარი რაიმე სულსა შენსა დადგრომილი, გულისხმა-ყავ, ვითარმედ მიახლებულ ხარ შენ სიღრმესა წარსაწყმედელისასა, მაშინ ითხოვდი ღმრთისაგან ვედრებით, რაითა გიხსნეს შენ ამის ესევითარისა სიკუდილისაგან. სიცილმან და განცხრომამან წარწყმიდის სული მონაზონისაი. სიცილმან და განცხრომამან შთააგდის სული მონაზონისაი ვნებათა მწინკულევანსა, არა ხოლო თუ ოდენ ჭაბუკი, არამედ მოხუცებულიცა. სიცილმან და განცხრომამან განდევნის შიში ღმრთისაი, გულისაგან მონაზონისა. ამისთვის უკუე თქუა ვინმე წმიდათაგანმან, ვითარმედ: განცხრომამან განრყუნის ნაყოფი მონაზონისაი, ვითარცაღა განრყუნის ხორშაკმან ნაყოფი ქვეყანისაი. და კვალად სიცილმან წარწყმიდის ნეტარებაი, რომელი აღთქუმულ არს მგლოვარეთა გულითა, სიცილი უხმარ არს და უსარგებლო და უფროისღა დამარღუეველ შენებულსა. სიცილი შემაწუხებელი არს სულისა წმიდისაი და წარმწყმედელ სულსა მონაზონისასა. სიცილმან განდევნის სასოებაი და წარწყმიდის ხსენებაი სიკუდილისაი და მოუღის მოგონებაი სატანჯველთაი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები