ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: მოთმინება
ძნელია ყველაფრის ატანა, რისი დათმენაც გვიხდება. მაგრამ სიმძიმე გვაწევს მხოლოდ განსაცდელის ჟამს. შემდეგ კი თანდათან ყველაფერი შენელდება და გაქარწყლდება. გაქარწყლდება ისიც, რასაც თქვენ ახლა იტანთ. გამხნევდით, ყველაფერი გაივლის.
ამ დროს მეტად მოუხმეთ რწმენას. გახსოვდეთ! ყველაფერი ღვთისგანაა: არამხოლოდ დიდი განსაცდელი, არამედ სულ მცირე შემთხვევაც კი. მას ხომ მხოლოდ ერთადერთი განზრახვა აქვს - ჩვენი გადარჩენა. ჰოდა, მიიღეთ მისგან ყველა განსაცდელი, როგორც მაცოცხლებელი წამალი, მწარე, მაგრამ სასარგებლო.
როცა უფალი გვიგზავნის განსაცდელს, ნუთუ არ გვმართებს გახსენება, რომ ჩვენ მას უამრავი საბაბი მივეცით ამისთვის და სამართლიანადაც ვისჯებით, ასე რომ, დაუკვირდით თქვენს თავს, მოძებნეთ დასჯის მიზეზი და ამოძირკვეთ იგი. გამოსაცდელად განსაცდელი ეგზავნებათ წმინდანებს, ჩვენ კი იგი გვეგზავნება უფრო როგორც სასჯელი და მოწოდება მონანიებისაკენ. უფალი მკურნალია, თანაც ისეთი მკურნალი, რომელიც ტყუილად არ ხარჯავს წამალს. როდესც იგი განაშორებს სნეულებას - არა მხოლოდ ჩვენი საქმეებიდან, არამედ, გრძნობებიდან და გონებიდან, - მაშინვე შეწყდება ჩვენს თავს მოვლენილი განსაცდელი.
ღმერთმა დაგლოცოთ!