ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: მთავრობისმოყვარეობა
"ხშირად შემეპარება ხოლმე კატეგორიული ტონი. შეპასუხებას ვერ ვიტან და ამ დროს ჩემი უკმეხობით ახლობლებს შევურაცხყოფ."
პირდაპირ გეთქვათ: მინდა დედოფალი ვიყო ჩემს წრეში, რომ ჩემს ნებაზე კეთდებოდეს ყველაფერითქო. სწორედ ეს არის მთავრობისმოყვარეობა, ამპარტავნების ერთ-ერთი პირმშო, მრისხანებისა და გაღიზიანების მეგობარი. აი, რა მოსდევს ასეთ შინაგან ძვრებსა და მოქმედებებს, დროდადრო რომ მოგეძალებათ ხოლმე. თვითნვე გესმით, რომ ძირშივე უნდა მოიკვეთოთ ისინი, რომ არ მომძლავრდნენ და აუტანელ პიროვნებად არ გაქციოთ. კაცთათვის საძულველად და ღვთის წინაშე საძაგლად. ყველა სხვა საქმეზე მომეტებით ამის გამოსწორებისთვის იზრუნეთ. ეს შინაგანი ძვრები მოწმობენ, რომ ის, გულის სიღრმეში რაღაც ძალიან ცუდი და დამღუპველი დევს.
მაინც რა უნდა ვიღონოთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ? რაკი თავს შეამჩნიეთ ასეთი სისუსტე, პირველი, რაც საჭიროა, უკვე გაგიკეთებიათ. მეორე ნაბიჯი კი იქნება მის სასარგებლოდ კი არა, არამედ საწინააღმდეგოდ მოქმედება. მბრძანებლური ტონის ნაცვლად შეეჩვიე თხოვნას და შეთავაზებას, მაგალითად ასე: ხომ არ ინებებთ? თანაც მზად იყავით, თუ თქვენს თხოვნას არ შეიწყნარებენ, კიდევ სთხოვოთ, ან დასთმოთ სიმდაბლით. ყველაფერს ისა სჯობს, რომ თვითონვე გააკეთოთ მეტი, ვიდრე სხვები დატვირთოთ. მაცხოვარმა, როდესაც გვამცნო, იყავით მსახურნი და არა ზედამდგომელნიო, ამით მთავრობისმოყვარეობის დათრგუნვის საუკეთესო გზა დაგვანახა. ვინც თავის თავს სხვების სამახური დაუდგინა, არ გაკადნიერდება, უკმეხად თქვას რაიმე, ანდა თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს შეპასუხებისას. მთავრობისმოყვარეობის ასეთ აზრებს თუ შევებრძოლებით, ისინი ჯერ შესუსტდებიან, მერე კი სრულად გაქრებიან. მაგრამ მესამე პირობაცაა ამისთვის საჭირო: სინანულით განზავებული სიმდაბლე და ლოცვა უფლისა მიმართ. ეს ჩვენს საქციელს სიყვარულით განმსჭვალულ სირბილეს მიანიჭებს, ხასიათს კი უპრეტენზიო მომხიბვლელობას. შედეგი ამისა კი ის იქნება, რომ ყველა ხალისით დაგვემორჩილება, ადამიანებიც წინასწარ გამოიცნობენ ჩვენს სურვილებს და უს იტყვოდ შეასრულებენ მას.
აი, ასე სცადეთ თქვენს წრეში დედოფლის ადგილის დამკვიდრება. მაშინ, მთავრობისმოყვარეობის გარეშე იმეფებთ და არავითარი წინააღმდგობები არ შეგხვდებათ, არც არავინ შეურაცხგყოფთ მკვახე სიტყვით, რამეთუ ამის საბაბი არ ექნებათ. ყველაფერი თქვენი ნებით წარიმართება და თქვენ კი ამას ვერც შეამჩნევთ. რა თქმა უნდა, ასე მთელი სიცოცხლე უნდა მოიცქეთ, მაგრამ შედეგსაც ისეთს მიიღებთ, ღირს ამისთვის წვალება. ღმერთმა გაკურთხოთ!