image

თემა: სიცილი

განა გვაქვს ახლა ჩვენ, ქრისტიანებს, დრო მხიარულებისა და სიცილისა? „სიცილისა და მხიარულების ჟამი დადგება ცოდვათა გამო ცრემლისა და მოთქმის შემდეგ, როდესაც დადგება ჟამი ცოდვებზე გამარჯვებისა“ – ამბობს ღირსი მამა იოანე კრონშტადტელი.
link
image

თემა: სიცილი

როგორ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენი უადგილო სიცილი ღვთის ნების საწინააღმდეგო არაა? მაშინ, როდესაც განკაცებული უფალი ჩვენი არა მხოლოდ არასოდეს იცინოდა, არამედ გარდა ამისა, ოთხჯერ იტირა კიდეც და თავის სწავლებაში თქვა: "ვაი თქუენდა, რ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სიცილი

პირველი გლოვაი საღმრთოი ესე არს, რაითა განიხილოს კაცმან სული თვისი და არა იყოს იგი საჩვენებელ კაცთა, არამედ სამადლობელად ღმრთისა, რომელი ხედავს საიდუმლოთა გულისათა, რაითა მოვიღოთ მისგან ნეტარებაი და ვიყუნეთ წინაშე კაცთა მხიარულ და... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სიცილი

პირველი მონაზონისა სულისა ოხრებაი სიცილი და განცხრომაი არს. ჰოი მონაზონო, ოდეს იხილო ესევითარი რაიმე სულსა შენსა დადგრომილი, გულისხმა-ყავ, ვითარმედ მიახლებულ ხარ შენ სიღრმესა წარსაწყმედელისასა, მაშინ ითხოვდი ღმრთისაგან ვედრებით, რ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სიცილი

455. რა არის მოურიდებელი საქციელი და ურცხვი სიცილი?მოურიდებელი საქციელი ორი სახისაა: ერთი ურცხვობიდან მომდინარეობს და ყველანაირი ბოროტების ფესვია, ხოლო მეორეს მხიარულება წარმოშობს; თუმცა, ეს უკანასკნელიც არაა სასარგებლო, მაგრამ, რადგან მათგან თავისუფალნი მხოლოდ ძლიერნი არიან, ხოლო ჩვენ, უძლურებს ეს არ ხელგვეწიფება, ამიტომ ზოგჯერ შეიძლება იმ სახის თავისუფალი ქცევის დაშვება, რომელიც მხიარულებიდან მომდინარეობს. მხოლოდ უნდა დავუკვირდეთ, საცდურს ხომ არ ვუგებთ ამით ძმას. ვინც არასრულყოფილია და ადამიანთა გარემოშია, ის ჯერ ვერ შეძლებს მეორე სახის მოურიდებელ ქცევას რომ გაექცეს. რადგან ეს არ შეგვიძლია, ამიტომ, დაე, ეს ჩვენს შეგონებას მოემსახუროს და არა ცდუნებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა მასთან შეუღლებული საუბრის შემცირებას შევეცდებით; იმიტომ, რომ მრავალსიტყვაობა კარგი არაა, თუმცა კი გარეგნულად რაიმე უგვანოს შეიძლება არც შეიცავდეს. იგივე უნდა ითქვას სიცილის შესახებ. ის უკრძალველი საქციელის ერთ-ერთი განშტოებაა. და ვინც უკრძალველ ქცევას ბილწსიტყვაობასთან აერთებს, ცხადია ასეთი ადამიანის სიცილიც ბილწია; ხოლო, თუ მოურიდებელი ქცევა მხიარულებიდან მომდინარეობს, მაშინ ცხადია, მისი სიცილიც მხოლოდ ხალისიანია. მაგრამ, რადგან ვთქვით, რომ მოურიდებელი ქცევა სრულიად უსარგებლოა, ამიტომ თავს უფლება არ მივცეთ და სიცილიც არ გავაგრძელოთ დიდხანს, არამედ აზრი შევაკავოთ და სიცილს თავი კეთილგონივრულად ავარიდოთ. მათ, ვინც ამ საკითხს თავისუფლად უყურებს, იცოდნენ, რომ ისინი მისგან სიძვაშიც ცვივიან.
link
image

თემა: სიცილი

517. როგორ გვაცდუნებს ბოროტი სული, როდესაც იხილავს ჩვენს სურვილს – განვერიდოთ სიცილისა და ბასრობის შესაკრებელს?როცა ეშმაკი იხილავს, რომ გვსურს განვერიდოთ სიცილისა და ბასრობის შესაკრებელს, გვაცდუნებს და გვეუბნება: „შენი წასვლით ნუ დააბრკოლებ მოსაუბრეს“, ან „ნუ უჩვენებ მათ, რომ მოყვასზე მეტად ღმერთი გიყვარს“. გაიქეცი მათგან, ნუ შეჩერდები. წინააღმდეგ შემთხვევაში ლოცვის ჟამს სიცილისა და განცხრომის მოგონება დაგაბრკოლებს და დაგაბნელებს.
link