ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: სიცილი, გლოვა ცოდვებისათვის
პირველი გლოვაი საღმრთოი ესე არს, რაითა განიხილოს კაცმან სული თვისი და არა იყოს იგი საჩვენებელ კაცთა, არამედ სამადლობელად ღმრთისა, რომელი ხედავს საიდუმლოთა გულისათა, რაითა მოვიღოთ მისგან ნეტარებაი და ვიყუნეთ წინაშე კაცთა მხიარულ და მოხარულ სულითა წმიდითა და ნიჭითა ღმრთისაითა. და შინაგან ვიყვნეთ მგლოვარე და ვითხოვდეთ ღმრთისაგან, რაითა დაგვიცვნეს ყოვლისაგან ბოროტისა საქმისა. და არა დავაკლდეთ სასუფეველსა მისსა და კეთილთა მათ, რომელნი აღთქუმულ არიან ნებისა მისისა აღმასრულებელთა. გლოვაი სარგებელ არს და მცველ სულისა, რამეთუ განფბანს იგი ტირილითა და განჰბანს იგი ცრემლითა. გლოვაი მშობელი არს უბიწოებისაი და მომკუეთელ ნებათა ბოროტთა და მომპოვნებელ კეთილთა საუკუნეთა. და რაიმე უკუე ვთქუა ამისთვის უფროისი, რამეთუ ღმერთიცა ჰნატრის მგლოვარეთა და იტყვის: "ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა" და კუალად რომელიმე მოწაფეთაგანი უფლისათაი იტყვის, ვითარმედ: შეცვალეთ სიცილი თქვენი გლოვად და სიხარული თქვენი მწუხარებად. დამდაბლდით ხელსა ქვეშე ღმრთისა ძლიერისასა, რაითა მან აღგამაღლნეს თქვენ