ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: სიცილი, ბოროტი სამხიარულო ხუმრობები
517. როგორ გვაცდუნებს ბოროტი სული, როდესაც იხილავს ჩვენს სურვილს – განვერიდოთ სიცილისა და ბასრობის შესაკრებელს?
როცა ეშმაკი იხილავს, რომ გვსურს განვერიდოთ სიცილისა და ბასრობის შესაკრებელს, გვაცდუნებს და გვეუბნება: „შენი წასვლით ნუ დააბრკოლებ მოსაუბრეს“, ან „ნუ უჩვენებ მათ, რომ მოყვასზე მეტად ღმერთი გიყვარს“. გაიქეცი მათგან, ნუ შეჩერდები. წინააღმდეგ შემთხვევაში ლოცვის ჟამს სიცილისა და განცხრომის მოგონება დაგაბრკოლებს და დაგაბნელებს.