image

თემა: ბოროტი სამხიარულო ხუმრობები

411. როგორ ვნებს სულს ხუმრობის სიყვარული?
ხუმრობის სიყვარული სულს ასუსტებს, აზარმაცებს, აზანტებს. იგი ხშირად შფოთს იწვევს და ომების მიზეზი ხდება. კარგია, თუ სული მღვიძარეა, ძნელად თუ რამე მოხიბლავს მას. მაგრამ გაფანტული სულის მოხიბვლა რა ძნელი საქმა? იგი თავისთავადაც მოხიბლულია და ეშმაკის მანქანება და თავდასხმები აღარც კი სჭირდება. საკითხში უკეთ რომ გაერკვე, თვით ამ განსაზღვრებას დააკვირდი – ხუმარა
412. ვის უწოდებენ ამ სახელს?
ამ სახელს უწოდებენ დაუდგრომელ, თავზეხელაღებულ, ცვალებად კაცს. ისეთს, ყველაფერს რომ იკადრებს, მაგრამ ეს უჩვეულოა ქრისტეს მსახურისათვის. ხუმარა ადვილად იცვლება და თამაშობს, რადგან მან უნდა მიბაძოს ამა თუ იმ კაცს სახის გამომეტყველებითაც, სიცილითაც, მიხვრა–მოხვრითაც და საერთოდ, ყველაფრით. ამასთან, ხუმრობები უნდა შეთხზას კიდეც – მისთვის ხომ ესეც აუცილებელია, ქრისტიანს კი კომედიის თამაში არ შეშვენის.
413. როგორ მოძღვრავენ წმ. მამები ხუმრობის მოყვარულთ?
გვედრით, განაგდეთ თქვენგან ეს უჯერო შექცევა, შორს იგი თავისუფალი სულისაგან... განვაგდოთ ეს ჩვევა ტრაპეზიდან... სად აღარაა მოდებული ეს სენი? მან ეკლესიაშიც კი შეაღწია, წმ. წერილსაც კი შეეხო! ამიტომ გვედრით ყველას – გავთავისუფლდეთ ამ ჩვევისაგან, ვილაპარაკოთ ის, რაც შეგვშვენის.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები