image

თემა: ღვთის სიყვარული ადამიანისადმი

თუ თქვენ განუწყვეტლივ ფიქრობთ უფალზე, მაშ, გიყვართ იგი; ხოლო, თუ არ ფიქრობთ, ან მცირედ ფიქრობთ, მაშინ არ გიყვართ, ან მცირედ გიყვართ იგი. თუკი მოშურნე ხართ, რომ ყველაფერში ასიამოვნოთ უფალს და ზუსტად ასრულებთ მის ნებას, რაც მის წმინდა მცნებებშია გამოხატული, მაშ გიყვართ იგი; ხოლო თუ არ გაქვთ მოშურნეობა, ან მცირედ გაქვთ, მაშ არ გიყვართ, ან მცირედ გიყვართ იგი. თუ ღვთისადმი ღვთისადმი თბილი გრძნობა გაქვთ ისე, რომ მისი სახელის ერთ ხსენებაზეც კი თქვენი გული სულიერი სიტკბოთი ივსება, მაშ გიყვართ იგი. თუკი გულში ღრმა რწმენას ატარებთ, რომ უფალია თქვენი ღმერთი, და თქვენ მისი ხართ, და რომ იგი არასოდეს მიგატოვებთ თქვენ, არც ამ ცხოვრებაში, არც მომავალ ცხოვრებაში, რწმენას, რომელიც არის სიყვარულის ნაყოფი და შედეგი, მაშ გიყვართ იგი; ხოლო თუ არ არის იგი თქვენში, ან მცირედ არის, მაშ არ გიყვართ, ან მცირედ გიყვართ იგი. თუ თქვენ მზად ხართ, სიცოცხლე გაწიროთ უფლისათვის და ვერ ითმენთ, როცა ვინმე ღვთის საწინააღმდეგოს ფიქრობს, ამბობს ან აკეთებს, თუკი ზრუნავთ უფლის საქმეებზე, მის წინდა ეკლესიაზე და ყველაფერზე, რაც საჭიროა ჩვენი ცხონებისათვის, და ცდილობთ ყოველგვარი ზიანი აშოროთ მას, თუკი გახარებთ დედამიწაზე ქრისტეს სახელის დიდების გაზრდა, მისი ჭეშმარიტი სარწუნოების განმტკიცება და გავრცელება, ხოლო ყველაფერი ამის საწინააღმდეგო გაშფოთებთ და გაწუხებთ, მაშ გიყვართ იგი; ხოლო თუ ეს არ არის თქვენში, ან მცირედ არის, მაშ არ გიყვართ იგი, ან მცირედ გიყვართ.
    აი ნიშნები, რომელთა მიხედვით იმსჯელეთ, არის თუ არა თქვენში სიყვარული. თუ არის, გიხაროდეთ და შეეცადეთ უფრო გააძლიეროთ იგი, ხოლო თუ არ არის, ან მცირედ არის, დამწუხრდით და დაშინდით, და დააჩქარეთ მისი მოპოვება. რამეთუ, როგორ არ გვიყვარდეს უფალი და მაცხოვარი ჩვენი? - იგი თავად ჩამოვიდა ჩვენთან, დედამიწაზე, და დაგლახაკებულმა ჩვენი ცხონების საქმე აღასრულა. მან წმინდა ეკლესია დააფუძნა და აღავსო იგი სულიწმიდის მადლით. მან თითოეული ჩვენთაგანი თავის მაცხოვნებელ ნიჭებს აზიარა: გვაპატია ცოდვები და გვპატიობს დღემდე; თითოეულს კვებავს თავისი წმიდა სისხლითა და ხორცით; თითოეულზე ზრუნავს, ვითარცა დედა თავის შვილზე; თითოეულზე ფიქრობს, აკვირდება და წარმართავს მათი ცხოვრების ყველა ნაბიჯს; თითოეულის სიახლოვეს არის და ყოველი მათგანი თითქოსდა ხელში აყვანილი დაჰყავს; როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ასეთი უფალი?! იგი არამარტო საერთო მაცხოვარია, არამედ ჩემის, შენია და თითოეული ცალცალკე. თითოეულის სულს ტვირთულობს, თითოეულის სულში დებს კეთილ აზრებს, თითოეულის სულს კეთილ საქმეთა აღსრულების ძალასა და მისკენ სავალ გზაზე, როგორი ეკლიანიც უნდა იყოს იგი, გადაუხრელად სიარულის უნარს აძლევს. როგორ არ გიყვარდეს ასეთი უფალი?! ჩვენი კეთილისმყოფელი ადამიანები გვიყვარს და ღმერთი - ყოველთა მზრუნველი, როგორ არ გვიყვარდეს?! ჩვენი მცველი ადამიანები გვიყვარს და უფალი - ყოველთა მფარველი, როგორ არ გვიყვარდეს?! ჯერ მან შეგვიყვარა ჩვენ, რომ სიყვარული ესწავლებინა ჩვენთვის და პასუხი აღარ გვეგო ჩვენი მისდამი უსიყვარულობისათვის. გრძნობით შეიცანი ღვთის შენდამი სიყვარული და ნახავ, როგორი დამნაშავეა შენი გულგრილობა მის მიმართ, და როგორი სამართლიანია მკაცრი სასჯელი ამისათვის.
    ამას რომ მოისმენ, შესაძლოა, ვინმე კვლავ გულგრილი დარჩეს, ვინმე კი ძლიერ სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს. გულგრილობაც დანაშაულია და სასოწარკვეთილებაც. ტყუიად არ ათქმევინა ასეთი მკაცრი სიტყვები მოციქულს! რა თქმა უნდა, იგი აღსრულდება. გაიღვიძე, მცონარავ, და შეიმოსე შიში. ოღონდ არა იმისათვის, რომ სასო წარიკვეთო, არამედ შიშითა და თრთოლვით აღასრულე საკუთარი ცხონების საქმე. ამიტომ გვიხანგრძლივებს უფალი სიცოცხლეს, რომ შევძლოთ ჩვენი შეცდომების გამოსწორება. როგორ? მან თავისი სიტყვით გვაუწყა ეს. ისწავლე ეს სიტყვა და მისი მცნებებით მოიქეცი, რამეთუ დღეს გვასწავლის ეს სიტყვა, ჩვენი სიკვდილის შემდეგ კი განგვსჯის. ასე რომ, სანამ ცოცხალი ხარ, იჩქარე ამ მრისხანე სიტყვის ქვეშ არ მოჰყვე. ასვე, არც ზედმეტი შიშის გამოჩენა ვარგა. შიში უნდა გქონდეს, მაგრამ იმდენი, რომ მან ღვთივსათნო მოქმედებისათვის აღგძრას, ძალა კი არ წაგართვას. ვინც ძალიან მშიშარაა, დაე, იგი თვით ამ შიშმა დაარწმუნოს, რომ მასში უკვე არის მაცხოვნებელი ქმედების ყლორტები, სიყვარულის ყლორტები
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
18 მაისს არის ხსენება:
მოწამე საგდუხტ ქალწული (ძვ. სტ. 5 მაისს)