თემა: ღვთის სიყვარული ადამიანისადმი
133. რა არის ღვთაებრივი სიყვარული?
ღვთაებრივი სიყვარული – ეს არის სამოთხე ზეციური, ხე ცხოვრებისა, სუფევა უფლისა, ღვინო, რომელი „ახარებს გულსა კაცისასა“ (ფსალმ. 109, 15); შესვეს იგი განლაღებულთა – და შეიმოსეს კდემა, იგემეს ცოდვილთა – და განუდგნენ ბოროტის გზას, იხილეს მისი გემო უჯეროდ ღვინის მსმელთა – და მმარხველნი შეიქმნენ, მიიღეს მდიდართა – და შეიყვარეს სიგლახაკე, შესვეს უბადრუკთა – და აღივსეს იმედით, დალიეს უძლურთა და განძლიერდნენ, იგემეს უმეცართა – და შეიძინეს სიბრძნე.