image

თემა: ღვთის სიყვარული ადამიანისადმი

გული გვეტყვის, გვიყვარს თუ არა ღმერთი. როგორც ადამიანთაგან ვინმე თუ გვიყვასმ მისდამი თბილი გრძნობა გვანიშნებს სიყვარულის არსებობაზე ჩვენში, ასევე ღვთისადმი სიყვარულის არსებობას გვაგრძნობინებს ჩვენი გულისა და აზრების უფლისაკენ სწრაფვა და მისდამი თბილი ყურადღება. ვისაც ვინ უყვარს, ცდილობს ყველაფრით ასიამოვნოს მას, გამოიცნოს მისი სურვილები და შეასრულოს ისინი. ვისაც ვინ უყვარს, იგი ყველაფერში ეყრდნობა მას და დარწმუნებულია, რომ ეს უკანასკნელი არ მიატოვებს მას. ვისაც ვინ უყვარს, თავის თავს მას აკუთვნებს, ხოლო მის თავს თავად ისაკუთრებს. ვისაც ვინ უყვარს, დგება კიდეც მის მხარეზე და არავის არ აძლევს ნებას არათუ გაუკეთოს, არამედ რაიმე თქვას მისი საწინააღმდეგო. ვისაც ვინ უყვარს, იმის საქმეებზე ზრუნავს და ცდილობს ყოველგვარი ზარალი ააცილოს მათგან. ვისაც ვინ უყვარს, მას ადიდებს, და ხარობს, როდესაც თავისი საყვარელი არსების სახელი იდიდება ყველგან. ჩვენში ჩვეულებრივი სიყვარულის ამგვარი ქმედებებით იმსჯელეთ ღვთისადმი სიყვარულზეც
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები