image

თემა: ურჩობა

მარადის უბადრუკ და საწყალობელ არს, რომლისა თანა არა არს მორცილებაი, რამეთუ დრტვინავნ იგი ყოვლისათვის მარადის. მონაზონი ურჩი და მჩივანი. ფრიად მავნებელ არს ადგილსა და დამაბრკოლებელ ძმათა. მონაზონსა ურჩსა უკუეთუ ებრძანის რაიმე, არა ქმნის, არამედ სიტყუა-უგებნ და არა-სადა კეთილისა საქმესა წარემართის, და რომელნი იქმანედ მათ, აბრკოლებნ და ურჩებით სიტყვის-გებასა ასწავებნ. მცონართა უშუელინ და მოწყინეთა შეეწევინ და ყოველთა დაჰხსნინ, და განდგომილებასა ასწავებნ. და ურჩისა და მცონარისა საქმე არა ოდეს წარემართის, ვითარცა იტყუის წერილი. უკუეთუ წარივლინის ვიდრემე მცონარი, იწყის მიზეზობად და იტყვის, ვითარმედ: გზასა ზედა ლომი არს და ავაზაკნი მზირიან. და უკუეთუ ლოცვად აღადგინებდე, აღშფოთნეს და მუცლისა ტკივილი მიზეზ იდგას და თავი ილმოს. და თუ ასწავებდე, გრქუას: თავსა შენსა ასწავე ვიდრე ჩემდა სწავლადმდე, ჩემთვის შენ არა მოგეხადების; ვითა ღმერთსა უბრძანებიეს, ეგრე ყოფად ვარ; ნეტარ თუმცა შენ ჩემ ოდენ იცოდე, რაი ხამს. უხარინ განსუენებასა ზედა და მწუხარე არნ შრომისათვის, და მხიარულ არნ ტაბლისა დადგმასა და წუხნ მარხვისათვის. ასმენნ ერთიერთსა და შეჰკრებნ და თხზავნ შფოთსა და მანკიერებასა, და დაჰხსნინ სიყუარულსა და აღაგზნებნ სიძულვილსა.
    ამისთვის, ძმანო ჩემნო, ნუმცა ვინ თქუენგანი არს ურჩ და მდრტვინავ, რომელი გებრძანოს მსახურებად ძმათაგან, რაითა ურჩებისა პატიჟთაან განერნეთ
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები