ავტორი:
წმ. სერაფიმე საროველი
თემა: იესოს ლოცვა
ამისკენ იყოს მიმართული მთელი შენი ყურადღება. დადიხარ თუ ზიხარ, საქმეს აკეთებ თუ ეკლესიაში დგახარ ღმრთისმსახურების დაწყებამდე, შედიხარ თუ გამოდიხარ იქიდან, "იესოს ლოცვა" გქონდეს ყოველთვის გულშიც და ბაგეებზეც. ამგვარად, უფლის სახელის ხსებევაში ჰპოვებ მშვიდობას, მიაღწევ სულიერსა და ხორციელ სიწმინდეს და შენში დაიმკვიდრებს სული წმინდა,წყარო ყოველი სიკეტისა, რომელიც წარგიმართავს გზას ღმრთის სათნო ცხოვრებისკენ.