ავტორი:
წმ. ლეონიდე ოქროპირიძე
თემა: სახარების კითხვა
რა ბედნიერნი ვიქნებოდით, ძვირფასო მსმენელნო, ყველა ჩვენგანი წმ. ევსტათივით გულისმოდგინებით და ხალისით რომ ვეტანებოდეთ ჩვენი ღვთაებრივი სარწმუნოების მოძღვრების ცოდნას! მაგრამ ვინ თქვა ჩვენში ასეთი ხალისი! დიდს უმრავლესობას სრულებით არავითარი ცოდნა არა აქვს სახარებისა და არც დაეძებს, რომ ოდესმე მაინც გაეცნოს მას; ბევრს, თუ ყური მოუკრავს საქმე ქრისტეს ორი-სამი იგავისათვის, ეკლესიაშიც აღარ სურს მოსვლა, - იმაზე მეტს ვეღარ გავიგონებ, რაც უკვე ვიციო!