ავტორი:
აბბა დოროთე
თემა: სახარების კითხვა, წმინდანთა სწავლების კითხვა
197. როგორ მოვიქცეთ, როცა სულს უგრძნობლობა დაეუფლება?
სულის უგრძნობლობის დროს სასარგებლოა საღმრთო წერილის ხშირი კითხვა და აგრეთვე, იმ წმ. მამათა თხზულებებისა, რომლებიც ლმობიერებას გვასწავლიან. გაიხსენეთ საშინელი დღე განკითხვისა, სულის ხორცთაგან გაყრა და ბოროტ სულებთან სეხვედრა. მოიხსენეთ ის დღე, როცა წარვსდგებით მართლმსაჯული იესოს წინაშე... შეგეწევათ აგრეთვე ხშირი მოხსენება იმ ხვედრისა, მარცხენით მდგომათათვის რომაა განკუთვნილი.