image

თემა: სახარების კითხვა

12. რას ნიშნავს სახარების სიტყვები: „იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი“ (მათ. 10.16)?
გველი, როცა თავისი ძველი ტყავის გამოცვლის ჟამი დაუდგება, ძალიან ვიწრო ადგილას გაივლის და ამგვარად მოხერხებულად იშორებს ძველ სამოსს. ასევე თავისი სიძველის განძარცვის მსურველი ადამიანი, სახარებისეული მცნებების აღსრულების ვიწრო გზით უნდა ვიდოდეს. ყოველგვარი თვდასხმის დროს გველი ცდილობს თავი გადაირჩინოს, ადამიანიც ყველაზე მეტად საკუთარ სარწმუნოებას უნდა გაუფრთხილდეს, რადგანაც, ვიდრე რწმენა შენარჩუნებულია, კიდევ შეიძლება ყოველივეს გამოსწორება.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები