ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
თემა: ღვთის ძიება
ღვთის ძიება შეუძლია მხოლოდ მას, ვინც შეიცნო იგი და დაკარგა. ღმერთის ყოველგვარ ძიებას წინ უსწრებს როგორღაც ღმერთის განცდა. ღმერთი არ აიძულებს ადამიანს, იგი მოთმინებით დგას ადამიანის გულთან და მორჩილებით ელოდება, როდის გაიხსნება მისთვის ეს გული; თვითონ ღმერთი ეძებს ადამიანს უწინარეს, სანამ ადამიანი მონახავს მას. და როცა დაიჭერს შესაფერის მომენტს, უფალი ეცხადება ადამიანს. მხოლოდ მაშინ შეიცნობს ადამიანი ღმერთს იმ დონით, რამდენიც აქვს მოცემული და ამის შემდეგ იწყებს უფლის ძებნას, რომელიც იმალება გულისაგან. როგორ დაიწყებ იმის ძებნას, რაც საერთოდ არ იცი? მაგრამ სულმა იცის უფალი და ამიტომ ეძებს მას