image

თემა: ბედისწერა

თუ ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვებს? ყველაფერი ხომ უსარგებლო და ამაოა? თუკი ბედი აქცევს კაცს ღარიბად ან მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ... რატომ სჯი, თუკი ცუდი იმიტომაა, რომ ასეა შექმნილი, ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისგან, რომელმაც უბიძგა მას. რატომ აქებ ადამიანს სიკარგისთვის? ეს ხომ მისი სათნოება არ არის, ბედისწერაა. აბა რისთვის ვაქებთ ვინმეს? რისთვის ვკიცხავთ, რისთვის ვწყევლით, რისთვის ვაამებთ? ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა?
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები