image

თემა: ნაყროვანება მუცელღორობა

ჩვენს მოწინააღმდეგეს ვკითხოთ, უმეტესად კი ჩვენი ბოროტი მტრების უმთავრეს წინამძღოლს - ნაყროვანების ვნებას, მას, ვინც ადამის დაცემის მიზეზი გახდა, ესავის დამღუპველი, ისრაელის დამთქმელი, ნოეს გამაშიშვლებელი, გომორელთა მომსვრელი, ლოთის სისხლის აღმრევი, ელი მღვდელმთავრის შვილების მკვლელი, და ყოველგვარი სისაძაგლის ხელმძღვანელი. ვკითხოთ მას, თუ საიდან იბადება ეს ვნება, რა ზღუდავს მას, და სრულად რა ამარცხებს?
     გვითხარ, ყოველთა კაცთა მტანჯველო, და გაუმაძღარო, სიხარბის ოქროთი ყველას შემსყიდველო, საიდან შემოაღწიე ჩვენში, ან უკვე დამკვიდრებული რას მოქმედებ და რა რანაირად შეიძლება, რომ ჩვენგან განგაძეოთ? ის კი ამგვარი შეურაცხყოფით განრისხებული მძვინვარედ და გაუმაძღრად გვპასუხობს: - რატომაა, რომ ჩემს მორჩილებაში მყოფნი, მაგინებენ მე? ან როგორ შეძებთ ჩემგან განრიდებას, როდესაც ბუნებითა ხართ შეკავშირებულნი ჩემთან? კარი, რომლიდანაც თქვენში შემოვდივარ, საკვების თვისებებია, ჩემი გაუმაძღრობის მიზეზი კი, ჩვევაა. ჩემი ვნების საფუძველი ხანგრძლივი ჩვეულებაა, სულის უგრძნობელობა და სიკვდილის დავიწყება. ან როგორ ეძიებთ ჩემს პირმშოთა სახელებს? უფროის ქვიშისა განვამრავლებ მათ, მაგრამ ჩემს უპირველეს და საყვარელ პირმშოთა შესახებ მაინც გეტყვით. უპირველესი ძე - სიძვაა, მისგან გამომავალი მეორე - სასტიკი გული, მესამე - ძილის წყურვილი. ბოროტ ზრახვათა ზღვა, სიბილწის ტალღები, გამოუთქმელი და თვალით უხილავი უწმინდურობის სიღრმე ჩემგან გამოედინება. ასულებია: უდებება, მრავლისმეტყველება, კადნიერება, სიცილი, მკრეხელობა, ბილწსიტყვაობა, ურჩობა, უგრძნობელობა, გონების დაბინდვა, თვითგანდიდება, თავხედობა, სოფლის სიყვარული - რომელსაც შებილწული ლოცვა, აზრთა გაბნევა, მოულოდნელი და უცაბედი განსაცდელები მოჰყვება. ამას კი მოსდევს ვნებათაგან უსასტიკესი - სასოწარკვეთიება.
     ცოდვების ხსენება აღმიდგება მე წინ, სიკვდილზე ფიქრიც ძლიერ მებრძვის, მაგრამ არაფერია ადამიანში ისეთი, რაც ბოლომდე დამამარცხებს. ვინც ნუგეშინისმცემელი სული მოიხვეჭა, ის ჩემს წინააღმდეგ ლოცულობს და შეწყალებული საკუთარ თავში მოქმედების ნებას აღარ მაძლევს. ხოლო მათ, ვისაც ზეციური ნუგეშინისმცემელის მადლი არ უგემიათ, ჩემს სიტკბოებაში ეძებენ შვებას. ჩემი განმაქარვებელი მხოლოდ იგია
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები