ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: მარხვა
მარხვა ბუნების იძულებაა, ყოველივე იმის უარყოფაა, რაც გემოს ატკბობს, ხორცთა აღძვრის დამახშობელი, მზაკვრულ ზრახვათა დამთრგუნველი, ბილწ სიზმართაგან დამხსნელი, ლოცვის სიწმიდე, სულის სინათლე, გონების დაცვა, გულის უგრძნობელობის მოკვდინება, ლმობიერების კარი, სინანულის ოხვრა, სასიხარულო შემუსვრილება, მრავალსიტყვაობის ალაგმვა, დაყუდების მიზეზი, მორჩილების დარაჯი, ძილის შემამსუბუქებელი, სხეულის სიმრთელე, უვნებელობის მიზეზი, ცოდვათა მიტევება, სამოთხის კარიბჭე და ზეციური სიტკბოება