image

თემა: მშვიდობა

ყველას სურს მშვიდობა, მაგრამ არავინ არ იცის, როგორ მოიპოვოს იგი. პაისია დიდი გაღიზიანდა და სთხოვა უფალს გაენთავისუფლებინა იგი გაღიზიანებისაგან. გამოეცხადა მას უფალი და ეუბნება: - პაისია, თუ გინდა არ ღიზიანდებოდე, არაფერი არ დაინანო, არავინ არ განიკითხო და არ გაღიზიანდები. ასე ყველა ადამიანი, თუ აღკვეთავს თავის ნებას ღვთისა და ადამიანის წინაშე, ყოველთვის იქნება მშვიდობიანი სულის, ხოლო ვისაც უყვარს თავისი ნების ქმნა, მას არასდროს არ ექნება მშვიდობა. სული, რომელიც მიეცა ღმერთის ნებას, ადვილად იტანს ყოველგვარ მწუხარებას და ყოველგვარ ავადმყოფობას, იმიტომ, რომ ავადმყოფობაში ლოცულობს იგი და უჭვრეტს ღმერთს "უფალო შენ ხედავ ჩემს ავადმყოფობას; შენ იცი როგორი ცოდვილი და უძლური ვარ; დამეხმარე დავითმინო და ვმადლობდე შენს სიკეთეს..." და უფალი ამსუბუქებს ავადმყოფობას, სულიც გრძნობს ღვთის დახმარებას და მადლიერია. თუ შეგემთხვევა შენ რაიმე მარცხი, იფიქრე: "უფალი ხედავს ჩემს გულს, თუ მისთვის მაამებელია, მაშინ კარგი იქნება როგორც ჩემთვის, ისე სხვებისთვის..." და ასე შენი გული იქნება ყოველთვის მშვიდობაში, ხოლო თუ ვინმე დაიწყებს დრტვინვას: "ეს ასე არ არის, ეს არაა კარგი", არასდროს მშვიდობა არ ექნება გულში(სულში) თუნდაც ბევრი ილოცოს და იმარხულოს. მოციქულებს ჰქონდათ უდიდესი თავდადება ღმერთის ნებისადმი; ამით ინახება მშვიდობა. ასევე ყველა წმინდანი ითმენდა მწუხარებას, ეძლეოდა ღმერთის ნებას
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები