ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
თემა: მშვიდობა
არ ექნება სულს მშვიდობა, თუ იგი დღე და ღამე არ ივარჯიშებს და არ ისწავლის ღმერთის კანონს, რამეთუ ეს კანონი დაწერილია სულიწმიდით, ხოლო ღმერთის სული წერილიდან გადადის სულზე და სული გრძნობს ამაში სიტკბოებას და სიამოვნებას და უკვე არ სურს არაფერი მიწიერი, იმიტომ, რომ მიწიერის სიყვარული აცარიელებს სულს და მაშინ იგი ხდება უსიცოცხლო, არ სურს ილოცოს ღმერთის წინაშე. მტერი ხედავს რა ამას, არყევს მას და თავისუფლად შედის გონებაში, შეაქვს მასში რაც სურს და ერთი ზრახვიდან მეორეზე გადაჰყავს. მთელი დღე ასეთ არეულობაშია სული და არ შეუძლია სუფთად უჭვრიტოს უფალს. ვინც ატარებს თავის თავში სულიწმიდის მშვიდობას, იგი სხვებზეც აფრქვევს ამ მშვიდობას; ხოლო ვინც ავ სულს ატარებს, სხვებზედაც ამ სულს (ატარებს) აფრქვევს