თემა: მძინარება, სიზარმაცე, შრომა
შრომისმოყვარეობის შესახებ.
სინას მთაზე, ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვართან, სილოვანესთან ვინმე ბერი ლოცვა-კურთხევის მისაღებად მივიდა და როდესაც დაინახა, რომ იმ მონასტრის ბერები შრომობდნენ, მიმართა:
-ნუ შრომობთ დამღუპველი საჭმლისთვის, მარიამმა კეთილი ნაყოფი გამოირჩია.
ამის გამოგონე წინამძღვარმა ეკონომოსს უბრძანა:
-სტუმარს ცალკე ოთახი მიეცი და იქ დატოვე.
ეკონომოსმა წინამძღვრის ბრძანება შეასრულა. მცირე ხნის შემდეგ მუშაობით დაღლილი ბერები სადილად დასხდნენ, სტუმარი ბერი კი თავისი ოთახის სარკმლიდან გასცქეროდა მათ პურობას და მიპატიჟებას ელოდა, მაგრამ მამებმა სადილი ისე დაასრულეს, რომ სტუმარს არც კი შესიტყვებიან.
როდესაც შიმშილმა კარგად შეაწუხა, სტუმარი წინამძღვართან მივიდა და ჰკითხა:
-დღეს ბერებმა ჭამეს რამე?
-ჭამეს, - მიუგო წინამძღვარმა.
-კი მაგრამ, მე რატომ არ შემატყობინეს? - იკითხა სტუმარმა ბერმა.
-შენ სულიერებასა შინა მყოფი კაცი ხარ და საზრდო არ გესაჭიროება, ჩვენ კი ხორცში მყოფნი ვართ და გვინდა ჭამა, ამიტომაც ვშრომობთ კიდეც. შენ კი კეთილი ნაყოფი გამოირჩიე: იკითხე წიგნები და ისაზრდოე სულიერი საზრდელით.
სტუმარს თავისი ნასწრაფევი მოსაზრებით წარმოთქმული სიტყვებისა შერცხვა. წინამძღვრის წინაშე მუხლებზე დაეცა და შენდობა ითხოვა. სილოვანმა დაჩოქილი სტუმარი ფეხზე წამოაყენა და უთხრა:
-ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო! როგორც გსურს, საქმეს იმ მხრიდან შეხედე, მაგრამ შრომა კი ყოველთვის სასარგებლო და საჭიროა. მარიამმაც თავისი დის - მართას გამო დაიმსახურა მაცხოვრისგან ქება. უქმად ყოფნა ხშირად ბიწიერების მიზეზი ხდება, ვინაიდან უქმად მყოფი კაცი ცუდ გულისთქმებსა და საქმეებს მიეცემა, რომელნიც მას დაღუპვის კარამდე მიიყვანს.
ყოველი კაცი ვალდებულია, იშრომოს. კაცისგან მოითხოვებოდა შრომა ცოდვაში ჩავარდნამდეც (შექმ. 2, 15) და ცოდვაში ჩავარდნის შემდგომაც (შექმ. 3, 19, 23; 5, 29). შრომა საჭიროა კაცისთვის თავისი და სხვისი საჭიროების დასაკმაყოფილებლად (საქ. მოც. 20, 34-35; 1 თესალ. 2, 9; 4, 11; 2 თესალ. 3, 8; ეფეს. 4, 28); შრომა მიანიჭებს კაცს კმაყოფილებას: „მოქმედი თვისისა ქვეყანისა განსძღეს პურითა, ხოლო მდევარი ამაოებისა, უდებებისა ანუ სიზარმაცისა აღივსოს სიგლახაკითა“ (იგავ. 12, 11; 28, 19), „მუშაკმან ქვეყანისამან აღამაღლოს მჭლეული თვისი“ (ზირაქ. 20, 28). შრომა მიანიჭებს კაცს კეთილ მდგომარეობას, ბედნიერებას, მშვიდობას, ოჯახში სიხარულს და მოსვენებას (იგავ. 31, 10-24; 22, 29). შრომისმოყვარეობის მაგალითს აღუწერს სოლომონ ბრძენი ზარმაცს შემდეგი სახით: „მივედ ჭინჭველის მიმართ, მი, ზარმაცო, და ბაძევდ მხილველი გზათა მისთა, და იქმენ უბრძენეს მისა. რამეთუ... განიმზადის ამან მკასა შინა საზრდელი... ანუ მივედ ფუტკრისა მიმართ და შეისწავე ვითარი მოქმედი არს, ხოლო მოქმედებას რავდენ პატიოსანსა ჰყოფს, რომლისა ნაშრომსა მეფენი და გლახაკნი სიცოცხლე დასდებენ" (იგავ. 6, 6-8). შრომისმოყვარეობის მაგალითი აქვს აგრეთვე გამოხატული სოლომონ ბრძენს კეთილმსახური დედაკაცის შემოქმედებაში (იგავ. 31, 10-31). ხოლო ზარმაცობა შეამთხვევს კაცს ყოველ უბედურებას: სიღარიბეს, შიმშილს, აოხრებას, დაქცევას, მონებას, უქმ-მეტყველებას, განკილვა-გაკიცხვას, ცუდ გულისთქმასა და ყოველივე ბოროტებას. სოლომონ ბრძენი ეტყვის ზარმაცს: "მი, მცონარო! ვიდრემდე სწევხარ, ხოლო ოდეს ძილისაგან აღდგე, მცირედ უკვე გეძინოს, ხოლო მცირედ გრულოდის, ხოლო მცირედ დაისხენ ხელნი შენდა, ვითარცა ბოროტი მოგზაური, სიგლახაკე" (იგავ. 6, 9-11). "ყოველმან მოძილემან (ზარმაც-მძინარამ) შეიმოსოს დაბებკული" (იგავ. 23, 21).
ზარმაცი იტყვის: "მცირედ მრულის, ხოლო მცირედ მძინავს და მცირედ ვიკრებ ხელთა მკერდსა", სოლომონ ბრძენი ეტყვის: "ხოლო უკეთო ესე ჰყო, მოვიდეს წინა მომავალი სიგლახაკე შენი" (იგავ. 24, 23). "რომელიც მისდევდეს სიზარმაცეს, აღივსოს სიგლახაკითა" (იგავ. 28, 19). "ყვედრებასა მცონარი არა ერცხვინის, ეგრეთვე იფქლისა მკასა შინა მსესხებელი" (იგავ. 20, 4)