თემა: განკითხვა
განკითხვა მძიმე ცოდვაა.
ერთხელ იოანე სებაიტელი უდაბნოში იჯდა და ღვთივსათნო საქმეებზე ფიქრობდა. უეცრად ღირსი მამის მოსანახულებლად და მისგან ლოცვა-კურთხევის მისაღებად ერთი სავანის ბერი მივიდა. იოანემ მისი სავანის ძმების ცხოვრება გამოჰკითხა და განსაკუთრებით ერთი ბერი გაიხსენა, რომელზეც ცუდი ხმები დადიოდა.
-სულ არ შეცვლილა, - მიუგო სტუმარმა.
-ვაი მას! - წამოიძახა იოანემ და ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე რაღაც საოცარმა ხილვამ მოიცვა: უეცრად ის გოლგოთაზე აღმოჩნდა, ხედავდა ორ ავაზაკს შორის ჯვარცმულ იესო ქრისტეს... იოანე შეეცადა, მაცხოვრისთვის თაყვანი ეცა, მაგრამ როგორც კი მიუახლოვდა, იესო ქრისტე მის წინ მდგომ ანგელოზებს მიუბრუნდა და უთხრა: -
გააძევეთ აქედან! მან ჩემს სამსჯავრომდე განიკითხა თავისი ძმა.
როდესა გამოძევებული იოანე კარში გამოდიოდა, მანტია გამოედო და იძულებული გახდა იქვე დაეტოვებინა. გამოღვიძებულმა თრთოლვით თქვა:
-საშინელია ეს დღე ჩემთვის!
-რატომ? - ჰკითხა სტუმარმა.
მაშინ წმინდა იოანემ მას თავისი ხილვის შესახებ უამბო და დაამატა:
-დატოვებული მანტია ნიშნავს, რომ ძმის განკითხვისთვის ღვთის წყალობა და მადლი მომაკლდა.
ამის შემდეგ წმინდა იოანე შვიდი წლის განმავლობაში ლოცულობდა ღვთის წინაშე, პურს არ იხმევდა, სენაკში არ შედიოდა, ადამიანებს არ ესაუბრებოდა. ბოლოს კვლავ სასწაულებრივი ხილვით შეიტყო, რომ განკითხვის მძიმე ცოდვა მიეტევა.
"არა განიკითხოთ, რაითა არა განიკითხნეთ", - ბრძანებს მაცხოვარი. მეტად მნიშვნელოვანია ეს სიტყვები, რამეთუ ვინც მოყვასს განიკითხავს, თითქოს ცდილობს, უფალს წაართვას ეს უფლება