თემა: სინანული, სიძვა
მომხიბვლელი ცდუნება.
ორი სულიერი ძმა მონასტრიდან ხელსაქმის გასაყიდად წავიდა. როცა ისინი დროებით დაშორდნენ ერთმანეთს, ერთი მათგანი, ეშმაკის ბოროტი ძალისხმევით, სიძვის ცოდვით დაეცა. როცა კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და უმცროსმა სენაკში დაბრუნება შესთავაზა, მან უპასუხა, რომ იქ აღარ წავიდოდა. ძმამ მიზეზი ჰკითხა, რაზეც მიიღო პასუხი:
-როცა შენ დაგშორდი, სიძვით დავეცი და ამიტომ წამოსვლა აღარ მინდა.
მეორე ძმამ ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული გამოამჟღანა. მან ძმის ქრისტიანობისკენ დაბრუნება მოისურვა და უთხრა:
-როცა შენგან წავედი, მეც იგივე შემემთხვა, ახლა კი მოდი, ორივე უკან დავბრუნდეთ და სინანულით შევევედროთ უფალს, შეგვინდოს; მწამს მისი კაცთმოყვარეობისა, "რომელმან აღიხუნა ყოვლისა სოფლისა ცოდუანი". იგი მზად არის, მონანული შეიწყნაროს და ცოდვებს მოგვიტევებს.
ასე მოიყვანა ის ძმა სინანულში და თავიანთ მონასტერში დაბრუნდნენ. აღიარეს მოძღვართან, რაც შეემთხვათ და სინანულის კანონი მიიღეს, ერთი ძმა მეორის შეცოდების გამო ნანობდა, თითქოს თავად შეეცოდა და მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის მიტევებას. ასე დასდო თავისი სული ძმის სიყვარულისთვის. მალე ორივეს აუსრულდა ვედრება და მიიღეს: ერთმა ცოდვათა შენდობა, მეორემ კი - გვირგვინი ღმრთისმიერი სიყვარულისთვის