image

თემა: განმარტოება,  სულიერი ბრძოლა

თქვენ გეუბნებით: უფრო დიდი დამსახურებაა ცხოვრებისეულ ორომტრიალში მოღვაწეობა, ვიდრე განმარტოებაში ცხოვნება. თქვენ არ უარყოფთ ამას. ჭეშმარიტი მოღვაწეები ყურადღებას არ აქცევენ დამსახურებებს, მხოლოდ ვნებიანი გრძნობებისა და აზრებისაგან განწმედაზე ზრუნავენ. ამ მიზნის მისაღწევად სხვებთან ურთიერთობა უფრო ხელსაყრელია იმიტომ, რომ ამით ვნებებთან ბრძოლის და მათი დაძლევის ნამდვილ გამოცდილებას იძენთ. მთლიანობაში თქვენ იმარჯვებთ და ძლიერ დარტყმას აყენებთ ვნებებს, ხოლო თუ ისინი განმეორებით შემოგიტევენ, ძალიან მალე აკვდინებთ და დასცემთ მას. განმარტოებაში ბრძოლა კი მხოლოდ გონებრივია, რასაც ისეთივე სუსტი შედეგი მოსდევს, როგორც ბუზის ფრთის შეხებას. ამის გამო განმარტოებაში ვნებების მოკვდინებას დიდხანს ვერ ახერხებენ. უფრო მეტიც, თითქმის ყოველთვის საკუთარ ვნებებს კი არ აკვდინებენ, მათ მხოლოდ დროებით აცხრობენ მანამ, სანამ ვნების აღმძვრელი მიზაზი არ გამოჩნდება... ხდება ისეც, რომ ვნება უცებ აენთება ელვასავით. და ვინც ვითომ ვნებებისაგან დამშვიდებული დიდი ხნით ცხოვრობდა განმარტოებაში, უცაბედად ეცემა, მას კი, ვინც ვნებებისაგან დამშვიდებას ნამდვილი და არა საცნაური ბრძოლის გზით მიაღწია, შემთხევითი თავდასხმები ვეღარაფერს აკლებს. სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი მამები აი, რის საფუძველზე გვიანდერძებენ, რომ ვნებები რეალური ბრძოლის გზით, სხვებთან ურთიერთობების პირობებში დავძლიოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქროთ განმარტოებაზე.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები