თემა: შეურაცხყოფა,  წყენა


დიდსულოვნება წყენის სანაცვლოდ.

ერთი ბერი, სახელად კირი, რომელიც დაბალი წარმოშობისა და ძალიან მოკრძალებული იყო, მონასტრის ძმებს არ მოეწონათ. ადამიანებს კარგი თვისების გამო ბოლოს შეუყვარდებათ ხოლმე ის, ვის მიმართაც ადრე სიძულვილს გრძნობდნენ; მაგრამ ღირსი კირის ხვედრი ასეთი როდი იყო! დროთა განმავლობაში ძმობის სიძულვილი ძლიერდებოდა: არა მხოლოდ უფროსები, არამედ ახალგაზრდებიც, რომლებიც ცდუნების წინაშე იდგნენ, შეურაცხყოფასაც აყენებდნენ მას და ხშირად მაგიდიდანაც კი აგდებდნენ. ეს 15 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
    ამ სავანეში ყოფნა მოუხდა იოანე კიბისაღმწერელს.
    იგი ხედავდა, რომ მოკრძალებული კირი, რომელსაც მაგიდიდან აძევებდნენ, ხშირად მშიერი წვებოდა და ჰკითხა:
    -მითხარი, რას გრძნობ შენთვის მოყენებულ წყენაზე?
    -დამერწმუნე, ქრისტეს მიერ საყვარელო სტუმარო, - უპასუხა თავმდაბალმა ბერმა, - რომ ძმები ასე გაბოროტების გამო როდი მექცევიან; ისინი მხოლოდ გამომცდიან, ღირსეულად ვატარებ თუ არა ანგელოზებრივ სახეს; როდესაც ამ სავანეში მოვედი, გავიგე, რომ განდეგილი ცდუნების წინაშე 30 წელი უნდა იყოს, მე კი ჯერ მხოლოდ ნახევარი გავიარე“.
    ქრისტიანებო! ია, სამაგალითო გაკვეთილი მათ წინააღმდეგ, ვინც გვაწყენინებს. მოკრძალებულ კირს არ სურდა, საქმით ეძია შური თავის მდევნელებზე და დიდ ბედნიერებად მიაჩნდა ის, რაც სხვებისთვის უდიდესი უბედურება იქნებოდა
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები