image

თემა: ურჩობა

ურჩობის ცოდვა იმდენად მძიმეა უფლის წინაშე, რომ ადამი მარტოობაში მის შედეგებს ვერ გადაიტანდა, და მის სიმძიმეს ვერ გაუძლებდა. უმორჩილებლობის საშინელმა სულმა კარგად იცოდა ამის შესახებ და ამიტომ უბიძგა პირველ ადამიანს ცოდვისაკენ, რომელსაც მეყსეულად მარადიული სიკვდილისაკენ მივყავართ. მაგრამ ბრძენმა შემოქმედმა ურჩობის სულზე მეტი იცოდა. მან გადაწყვიტა, კაცთა მოდგმა გაემრავლებინა, რათა ადამიანებს შესძლებოდათ ერთმანეთში გაენაწილებინათ ჩადენილი ცოდვის სიმძიმე; მარადიულისიკვდილი მან დროებითით შეცვალა, დამცირება კი - სამყაროში სიმართლისა და ბნელეთის არსებობით. პირველი ადამიანი დიდ, სუფთა სარკეს ჰგავდა, რომელშიც მხოლოდ ღმერთი აისახებოდა. ურჩობის დემონს კი სურდა, მასში თვითონ ასახულიყო, მაგრამ ვერ შეძლო. მაშინ მან გადაწყვიტა, ეს სარკე თავისი შავი, ხშირი ლაქებით დაესვარა, მაგრამ ამ დროს სარკე გატყდა და დემონს საქმე მოემატა, რადგან ადამიანთა მოდგმის გამრავლებით სარკე სულ უფროდაუფრო წვრილ ნაწილებად იმტვრეოდა; დემონი კი მათ შორის აქეთ-იქით აწყდებოდა და უფრო მეტად იღლებოდა. სარკე დღესაც განაგრძობს მსხვრევას მილიარდობით ნაწილად, დემონი კი თითოეულ ნაწილს თავისი ჯოჯხეთური ლაქებით დასდევს. სარკე კი მსხვრევას განაგრძობს იქამდე, სანამ ამ სამყაროს ტრაგედია არ დასრულდება, მანამდე, სანამ ურჩობა საბოლოოდ არ დამარცხდება; მაშინ იგი თავისი პირვანდელი ბრწყინვალებით აღდგება. ერთხელ, როდესაც დემონი გამარჯვებას ზეიმობდა და ფიქრობდა, რომ სარკე მტვერითაა დაფარული და მისი სამუშაო დამთავრდა, ღმერთმა კვლავ უბოძა სამყაროს სარკე თავისი პირვანდელი სახით. ამ მოულოდნელობამ დემონი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო და უკანასკნელი ბოროტი თავდასხმისაკენ უბიძგა. მაგრამ მისი დღეები დათვლილია, დასასრული ახლოსაა. ეს უკვე ფილოსოფიას არ ჰგავს, ასე არაა? ეს თვითონ ცხოვრებაა, და ეს საკმარისია
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები