image

თემა: ჭეშმარიტება

ვისთვისაც მცირე სიკეთე საკმარისი არაა, მას მეტი სიკეთის სწამს და ეძიებს კიდეც მას. ვისთვისაც დიდი სიკეთე საკმარისი არაა, მას უდიდესი სიკეთის სწამს და ეძიებს კიდეც მას. ვისთვისაც არც ესაა საკმარისი, მას სიკეთის არ სწამს და არც ეძიებს მას. ვისთვისაც უმცირესი მორალი საკმარისი არაა, მას უმაღლესის სწამს და ეძიებს მას. ვისთვისაც ესეც არაა საკმარისი, უფრო ამაღლებულ მორალს ეძიებს. ვისთვისაც უმაღლესი მორალი საკმარისი არაა, იგი არანაირს არ ეძიებს. ვისთვისაც ჭეშმარიტების ნათელი სახე საკმარისი არაა, იგი დიდი სინათლისაკენ მიისწრაფის. ვისთვისაც დიდი ნათელი საკმარისი არაა, კიდევ უფრო დიდს ეძიებს, ვისაც ჭეშმარიტების უნათლესი სახე ეცოტავება, მას არ სწამს ჭეშმარიტების და არც ეძიებს მას. ამით აიხსნება ის, რომ მათ შორის, ვინც ქრისტიანობა მიიღო, ზოგჯერ უზნეო და უღმერთო ადამიანი მეტია, ვიდრე არაქრისტიანთა შორის, რომელსაც არ დაუკარგავს ყოველივე იმიტომ, რომ არ გააჩნდათ იგი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები