ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)
თემა: მდუმარება
მდუმარებისკენ მიისწრაფოდა ყველა დიდი სული, რამეთუ ღრმად შეიგრძნობდნენ ხალხური სიბრძნის ჭეშმარიტებას: "დუმილი ოქროა". ყოველ დაფიქრებულ ადამიანს გამოუცდია და იცის, რომ ის არის არა ის, რასაც იგი საკუთარ თავზე ამბობს, არამედ ის, რაც უთქმელი რჩება. არა ის, რაზეც შეგნებულად დუმილს ამჯობინებენ, არამედ ის, რის გამოთქმაც შეუძლებელია. ჩვენი საუბარი ადამიანებთან წვრილი ფულია, რომლითაც თავს გამოვისყიდით, მაშინ, როდესაც მსხვილიჩვენთან რჩება. ანდა ასე: ადამიანებს შორის ყოფნისას ჩვენ ნიღაბს ვიცვლით, მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი სულიერი პორტრეტი დაფარული რჩება. მდუმარეა ყველა დიდი სტიქია, ყველაზე მეტად მდუმარე კი ღმერთია, მხოლოდ პატარა ქმნილებები არიან მრავალმეტყველნი. და განა გასაკვირია, რომ დიადი სულები დუმან?