ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა: მემარცხენე ზრახვები
როდესაც ვინმე მეტყოდა, რომ ეკლესიაში სრულიად შეუფერებელი ადამიანების დანახვა აბრკოლებს, ვპასუხობდი: "ბუზს თუ ჰკითხავ, აქ ახლო-მახლო ყვავილები ხომ არ გეგულებაო, გიპასუხებს, რომ ყვავილებისა არაფერი იცის, მაგრამ აი, თხრილი კი კონსერვის ქილებით, ნაკელითა და ათასგვარი სიბინძურით არის სავსეო. და ბუზი თანამიმდევრულად ჩამოგითვლის ყველა სანარცხეს, სადაც კი ოდესმე ყოფილა. მაგრამ, თუ ფუტკარს ჰკითხავ, ამ მიდამოებში რაიმე უწმინდურება თუ შეგხვედრიაო, ის მოგიგებს: "უწმინდურება?! არა, არ მინახავს, აქ იმდენი კეთილსურნელოვანი ყვავილია!" და ფუტკარი დაიწყებს სხვადასხვაგვარი ყვავილების ჩამოთვლას - ბაღისა და ველისას. ხედავ, როგორაა?! ბუზმა მხოლოდ სანარცხეები იცის, ხოლო ფუტკარმა ის, რომ აქვე ახლოს შროშანი ჰყვავის, იქით კი - ოდნავ მოშორებით - გეოცინდები.
როგორც მივხვდი, ზოგი ფუტკარს გავს და ზოგიც - ბუზს. ვინც ბუზის მსგავსია, ყველა სიტუაციაში ცუდს ეძებს და ამით არის დაკავებული. ის სიკეთეს ვერაფერში ხედავს. ხოლო ის, ვინც ფუტკარს ჰგავს, ყველაფერს კეთილად უცქერს. ნაკლულოვანი ადამიანი ნაკლულოვანად ფიქრობს და ზრახავს, ყველაფერთან მიმართებაში სიფრთხილეს იჩენს, ყველაფერს უკუღმა ხედავს; მაშინ, როდესაც კეთილი ზრახვების მქონემ რაც არ უნდა დაინახოს, რაც არ უნდა უთხრან მას, კეთილ ზრახვებს აამოქმედებს