image

თემა: კეთილი ზრახვები

კეთილი ზრახვების მქონე სულიერად ჯანმრთელია და ბოროტებასაც კი სიკეთედ აღიქვამს. მახსოვს, ოკუპაციის დროს ძლიერი ორგანიზმის მქონებავშვებს ორივე ლოყა მჭადით ჰქონდათ გამოტენილი და ჯანმრთელობით გამოირჩეოდნენ, ხოლო მდიდარი ოჯახების ბავშვები ხორბლის პურს ჭამდნენ, ნაღების კარაქს ატანდნენ და მაინც ავადმყოფობდნენ, იმიტომ, რომ სუსტი ორგანიზმი ჰქონდათ. სულიერ ცხოვრებაშიც სწორედ ასეთი ვითარებაა. მაგალითად, ავიღოთ კეთილი ზრახვების მქონე ადამიანი. მას ვინმემ უსამართლოდაც რომ გაარტყას, იტყვის: "ღმერთმა ჩემი ძველი ცოდვების აღსახოცად დაუშვა, დიდება ღმერთს!" ხოლო, თუკი ადამიანს კეთილი ზრახვა არ აქვს, მისი მოფერებაც რომ მოინდომო, იფიქრებს, რომ ხელი დასარტყმელად ასწიე. დააკვირდით მთვრალებს: ბოროტი ადამიანი სიმთვრალეში ყველაფერს ამტვრევს. ხოლო, თუ მთვრალს კეთილი გული აქვს, ტირის და ყველას ყველაფერში შეუნდობს. ერთი ასეთი გულკეთილი რომ დათვრა, აბურტყუნდა: "შენ მე მეგობრულად არ მიყურებ... კარგი... მე კი შენ ოქროში ჩაგსვამ!"...
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები