ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა: კეთილი ზრახვები
მაგალითად მესტუმრე ეკითხება მზარეულს, ცოტა სალათი ხომ არ გაქვსო, ის უარობს, მესტუმრემ კი დანამდვილებით იცის, რომ აქვს. თუკი მესტუმრეს კეთილი ზრახვები არ აქვს, იტყვის: "აი ჩერჩეტი!" ხოლო, თუ მას აქვს კეთილი ზრახვები, ასე იფიქრებს: "საწყალი, ამდენი საქმისაგან გადაიღალა და დაავიწყდა, რომ სალათი დარჩა". ან იქნებ ამგვარად გაამართლოს და: "შესაძლოა, გადაწყვიტა, სალათი რაიმე უფრო მნიშველოვანი შემთხვევისთვის შეინახოს". შენ კი ასე იმიტომ ფიქრობ, რომ სულიერ სისაღეს ხარ მოკლებული. ასე რომ არ იყოს, არაწმინდასაც კი წმინდად მიიჩნევდი. ერთნაირად შეხედავდი ხეების ნაყოფსაც და ნაკელსაც, რადგანაც ნაკელმა ხეების ნაყოფიერებას შეუწყო ხელი