ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა: გმობის გულისთქმები, გულგრილობა ბოროტი ზრახვების მიმართ
- წმიდაო მამაო, ძალიან მტანჯავს ზოგიერთი აზრი.
- ისინი ეშმაკისაგან არიან. მშვიდად იყავი და ნუ მოუსმენ მათ. შენ მგრძნობიარე, ფაქიზი ადამიანი ხარ, ეშმაკი შენი მგრძნობიარობით სარგებლობს და გინერგავს ჩვევას, რომ ზოგიერთ მოსაზრებას ზედმეტი ყურადღება მიაქციო. ის მათზე მიაჯაჭვავს შენს გონებას და ტყუილუბრალოდ იტანჯები. მაგალითად, მან შესაძლოა, გმობის აზრები ჩაგინერგოს დედა-იღუმენიას ან სულაც ჩემს მიმართ. ყურს ნუ დაუგდებ ამ აზრებს. თუ გმობის აზრებს თუნდაც მცირეოდენ ყურადღებას მიაქცევ, მათ შეუძლიათ, დაგტანჯონ, სრულიად დაგანგრიონ. შენთვის ცოტაოდენი კეთილი გულგრილობაა საჭირო.
გმობის აზრებით ეშმაკი ხშირად ღვთისმოსავ და ძალიან მგრძნობიარე ადამიანებს ადამიანებს ტანჯავს. ის ძალიან აზვიადებს მათ დაცემას მათსავე თვალში, რათა მწუხარებაში ჩააგდოს. ეშმაკი ესწრაფის, სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს ისინი, რომ თვითმკვლელობით დაასრულონ სიცოცხლე; მაგრამ, თუ ეს არ გამოუვა, მაშინ ცდილობს, უკიდურეს შემთხვევაში, ჭკუიდან შეშალოს და მწყობრიდან გამოიყვანოს ისინი. თუ ამასაც ვერ მოახერხებს, ისიც სიამოვნებას ანიჭებს, რომ მწუხარებასა და მოწყინებაში აგდებს მათ