თემა: ფუფუნება

33. არ დაიშვება და არც არის შესაძლებელი გველთან დამეგობრება და მისი უბით ტარება, არცთუ – სხეულის ყოვლითურთ ფერება, მოვლა და სიყვარული (გარდა იმისა, რაც საჭიროა და უცილებელი), და, ამასთან, ზეციურ სათნოებაზეც ზრუნვა, რადგან გველს ის სჩვევია, დაკბინოს თავისი გამათბობელი (უბით გამათბობელი), სხეულს კი – ის, რომ გემოთმოყვარეობით გააუწმინდუროს თავისი მომვლელი. რაშიც შესცოდავს სხეული, მათრახებით და მუშტებით უნდა იგვემოს იგი დაუზოგავად, ისევე როგორც გაქცეული მონა, ღვინით მთვრალი, რომელმაც უნდა შეიცნოს თავისი გამმათრახებელი ბატონი. არ უნდა მემთვრალეობდეს, არ უნდა იყოს უმეცარი თავისი უხრწნელი ქალბატონისა (ე.ი. სულისა) ეს ხრწნადი თიხა, ეს – მონური და ღამეული (ე.ი. სხეული). მიცვალებამდე ნუ ენდობი შენს ხორცს. „ნება ხორცისა, – ამბობს, – ღვთის მტერია, რადგან არ ემორჩილება იგი ღვთის რჯულს. და ხორცს სურს სულის წინააღმდეგ, ხოლო ხორცით მცხოვრებთ არ ძალუძთ ღმერთს ესათნოონ, ჩვენ კი ვართ არა ხორცით, არამედ სულით“ (შდრ. რომ. 8.6; გალ. 5.17).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები