თემა: გონების განწმენდა

131. გამბედავი და ზვიადი ცხენი საამოდ დგება ყალყზე, მიმღები მხედრისა (სიმბოლურად ნიშნავს ზეცისკენ, ღვთისკენ სწრაფვას), ხოლო სიამეში მყოფი გონება სიამეს იღებს უფლის სინათლით, შედის რა მასში „განთიადისას“ (შდრ. ფს. 5.4), გულისზრახვებისგან თავისუფალი. ამასთან, იგი, თვითვე ზეაღმმართველი თავისი თავისა, „მიემართება“ გონების საქმითი ფილოსოფიის „ძალისგან“, გამოუთქმელ მოვლენათა და სათნოებათა განმჭვრეტი გამოუთქმელი „ძალისკენ“. და ამ დაუსრულებლის მაღალ და საღვთო ზრახვათა სიღრმის გულად მიმღებს, „გამოუჩნდება“, გულისმიერი დატევნისებრ, „ღმერთთა ღმერთი“, ხოლო გონება, გაცბუნებული, სიყვარულით განადიდებს ღმერთს, განჭვრეტილსა და განმჭვრეტს, – ღმერთს, რომელიც, ამიტომაც და იმიტომაც, აცხოვნებს მისდამი ამგვარად მზერაშეკერტებულს (დაჟინებით მზირალს).
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები