image

თემა: გონების განწმენდა

მღვიძარებასა და ლოცვას ერთად, სულიერ ზრდაში სიჯანსაღე და სიცოცხლე შემოაქვთ, რამეთუ ისინი გონების განწმედასა და დახვეწას ემსახურებიან, დაუმორჩილებელ ხორცს თრგუნავენ და გულს ღვთისადმი სიყვარულით ათბობენ, რისი წყალობითაც სულზე ღვთიურ... იხილეთ სრულად
link
 

თემა: გონების განწმენდა

130. წისქვილის ვირი წინ ვერ წადგამს ნაბიჯს იმ წრიდან, რაშიც არის იგი ჩაბმული. ასევე, გონებაც ვერ დაწინაურდება სრულმყოფელ სათნოებაში, თუ იგი არ მოიწესრიგებს თავის შინაგან მდგომარეობას, რადგან ამის გარეშე მუდამ ბრმა იქნება იგი შინაგ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: გონების განწმენდა

თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გახდეს მორწმუნე და ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი, თუკი, რა თქმა უნდა, ადამიანი არ გაიუკუღმართებს ბუნებას და თავისი პიროვნული არჩევანით არ დაექვემდებარება ცოდვას.
ჭეშმარიტი რწმენის მოპოვებისათვის კი აუცილ...
იხილეთ სრულად
link
 

თემა: გონების განწმენდა

188. ისევე როგორც დამასნეულებელი საჭმელი, სხეულში ახლახანს მოხვედრილი, გვრემს მას, ხოლო ის ადამიანი, ვიცნ ჭამა ამგვარი საჭმელი, მაგრამ მყისვე იგრძნო დასნებოვნება და რაღაც წამლებით უსწრაფესად ამოიღო ნაჭამი, უვნებლად შენარჩუნდა, ამგ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: გონების განწმენდა

თუ მიუკერძოებლად ჩაუღრმავდებით განვლილ ცხოვრებას, აღმოაჩენთ, რომ ჩვენზე მოწევნული მწუხარებისა და განსაცდელის მთავარი მიზეზი ჩვენშივეა და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ჩვენეული აღქმა ჩვენი შინაგანი და გარეგანი სამყაროსი... იხილეთ სრულად
link
 

თემა: გონების განწმენდა

131. გამბედავი და ზვიადი ცხენი საამოდ დგება ყალყზე, მიმღები მხედრისა (სიმბოლურად ნიშნავს ზეცისკენ, ღვთისკენ სწრაფვას), ხოლო სიამეში მყოფი გონება სიამეს იღებს უფლის სინათლით, შედის რა მასში „განთიადისას“ (შდრ. ფს. 5.4), გულისზრახვე... იხილეთ სრულად
link
image

თემა: გონების განწმენდა

წმიდაო მამაო, როგორ ხდება გონებისა და გულის განწმენდა?უკვე გითხარით, იმისათვის, რომ გონება და გული განიწმინდოს, არ უნდა მივიღოთ ის მზაკვარი აზრები000, რომელიც მაცდურს მოაქვს ჩვენთვის, ამასთან არც ჩვენ თვითონ უნდა ვაზროვნებდეთ მზაკვრულად. ყოველთვის კეთილი ზრახვების ამუშავებას უნდა ვცდილობდეთ, არ უნდა გვაცდუნოს სხვების ნაკლოვანებებმა და მათ შეცდომებს შმწყნარებლურად, სიყვარულით ნდა შევხედოთ. როდესაც კეთილი ზრახვები მრავლდება და ადამიანის სული განიწმინდება, ის ღვთისმოსაობითა და სიმშვიდით მოქმედებს. ასეთი ადამიანის ცხოვრება სამოთხედ გარდაიქმნება, სხვა შემთხვევაში ის ყველაფერს ეჭვის თვალით უცქერს და ცხოვრებაც ჯოჯოხეთის სატანჯველად ექცევა.

იმისათვის, რომ განვიწმინდოთ, შრომაა საჭირო, შეიძლება საკუთარი სულიერი მდგომარეობის უწმინდურობის აღიარება შევძლოთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუ მაცდურის ზრახვებს არ შევიწყნარებთ, თუ თავადაც მზაკვრობას არ განვიზრახავთ და ყოველივე იმის მიმართ, რასაც გვეუბნებიან, ან - რასაც ვხედავთ, კეთილ ზრახვებს ავამუშავებთ, მაშინ გონება და გული განიწმინდება. რა თქმა უნდა, თავისი მზაკვრული "დეპეშების" გამოგზავნას მაცდური არ შეწყვეტს, ეშმაკის საცდურის ისრები იმ შემთხვევაშიც კი არ შეწყვეტენ ზუზუნს, თუ სრულიად გავთავისუფლდებით საკუთარი ზრახვებისაგან, მაგრამ, გულგანწმენდილებს ეშმაკის ბრძოლა ვეღარაფერს დაგვაკლებს.
წმიდაო მამა, ლოცვა გონების გაწმენდას ხელს უწყობს?მხოლოდ ლოცვა საკმარისი არ არის, ვიღაცამ შესაძლოა, ლოცვის დროს ერთი კილო საკმეველი აკმიოს, მაგრამ, თუ გონება სხვათა შესახებ მზაკვრული აზრებითაა სავსე, ლოცვა მას არანაირ სარგებლობას არ მოუტანს. გონება გულს უგზავნის დეპეშას და ადამიანი მხეცად გადაიქცევა. ღმერთს სურს, რომ ჩვენ "გული წმიდა" გვქონდეს, ხოლო გული წმიდაა მაშინ, როდესაც სხვათა შესახებ ბოროტ აზრებს ჩვენში შეოსვლის ნებას არ ვაძლევთ.წმიდაო მამაო, ადამიანმა ჯერ თვითონ უნდა აამუშაოს კეთილი ზრახვები და ღმერთი მხოლოდ ამის შემდეგ დაეხმარება?აბა შეხედე: ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ნებაიმისა, რომ ღვთის შეწევნა ითხოვოს, თუ კეთილ ზრახვებს თავისი ნებით აამუშავებს. კეთილი ზრახვით ადამიანი თავის მზაკვარ გულს განსწმენდს. მართლაცდა, "გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყვანი ბოროტნი" და "ნამეტნავისაგან გულისა იტყვინ პირი მისი". მაგრამ გარდა იმისა, რომ კეთილი ზრახვების ამოქმედებით ადამიანი გულს განიწმენდს, მას საზღაურსაც მიუზღავს ღმერთი.
link