ავტორი:
ილია II
თემა: განსაცდელები, მწუხარება, გონება, გული, გონების განწმენდა
თუ მიუკერძოებლად ჩაუღრმავდებით განვლილ ცხოვრებას, აღმოაჩენთ, რომ ჩვენზე მოწევნული მწუხარებისა და განსაცდელის მთავარი მიზეზი ჩვენშივეა და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ჩვენეული აღქმა ჩვენი შინაგანი და გარეგანი სამყაროსი, როგორია ჩვენი დამოკიდებულება ღმრთისა და მარადიული ღირებულებებისადმი. ამავე დროს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გულისა და გონების სისუფთავეს. ამიტომაც ცდილობდნენ ღირსი მამები ლოცვას, მარხვასა და სულიერ ღვაწლთან ერთად განეწმინდათ გონება, რათა უბიწო ყოფილიყო მათი ფიქრი, ხოლო აზროვნება – ღრმა (რაც უფლის შიშიდან მომდინარეობს და არა განსწავლულობიდან, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია).