image

თემა: გონება,  ღვთის სათნო ყოფისათვის

633. ვინ არის გონერი კაცი?
ჩვეულებრივ, როცა კაცზე იტყვიან, გონიერიაო, ამ სიტყვას არასწორი მნიშვნელობით ხმარობენ. გონიერი ის როდია, ვისაც ძველ ბრძენთა გამონათქვამები და ნაწერები დაუსწავლია, არამედ ჭეშმარიტად გონიერი ის ადამიანია, ვისაც სული აქვს გონიერი და ძალუძს სწორად განსაჯოს, რა არის კეთილი და რა – ბოროტი; და ამასთან, ვინც ყოველთვის გაურბის ბოროტსა და სულისათვის მავნეს, ხოლო კეთილისა და სულისათვის სარგოს მოსაპოვებლად გონივრად გულმოდგინებს და იღვწის ისე, რომ მარად მადლს მიუძღვნის ღმერთს. ჭეშმარიტად, მხოლოდ ამგვარად მოქმედი ადამიანი უნდა იწოდებოდეს გონიერად.
634. რა არის ჭეშმარიტად გონიერი კაცის საზრუნავი?
ჭეშმარიტად გონიერ კაცს მხოლოდ ერთი საზრუნავი აქვს – მთელი თავისი არსებით დაემორჩილოს და სათნო–ეყოს ღმერთს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები