
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: საკუთარი თავის უარყოფა
კაცმა, რომელსა სურს შემდგომად ქრისტეს სვლა, ქრისტეს სჯულის აღსრულება, ყოველი თვისი სულიერი ცხოვრება და მოქმედება უნდა დაამყაროს თავის უარის ყოფაზე. მან მოღვაწება და სულიერი შრომა მით უნდა დაიწყოს, რომ გააძოს გულისა თვისისაგან ყოველი თავის მოყვარება, თავი თვისი დაიწუნოს და გაამტყუნოს.