წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ქრისტიანულსა თავის დაწუნებას და თავის უარიყოფას დიდი განსხვავება აქვს ხორციელისა ანუ სოფლიურის თავის

ქრისტიანულსა თავის დაწუნებას და თავის უარიყოფას დიდი განსხვავება აქვს ხორციელისა ანუ სოფლიურის თავის უარის ყოფისაგან. შეიძლება და ხშირად მოხდება, რომ სოფლის საქმეში, ამ ქვეყნის ცხოვრებაში კაცმა თავი გამოიმეტოს მხოლოდ სოფლიური ანგარიშისათვის, მოგებისათვის; მაგალითებრ, ვაჭარი კაცი არ ზოგავს თავის თავს სიმდიდრისა და მოგებისათვის. გარნა ქრისტიანე არა სოფლიური ანგარიშით იქმნება თავის თავის უარის მყოფელი.
 
0