წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

თემა: ჯვარი

თუ პავლესთვის საჭიროდ შერაცხა ღმერთმან ზიდვა ჯვარისა, შენ ვინ ხარ, ძმაო ჩემო, რომ თვინიერ მწუხარებისა ხვიდოდე შემდგომად ქრისტესა და იქმნე მოწაფე მისი? რისთვის განაჩინა ღმერთმან ესრეთ? რისთვის არის რომ მხოლოდ მწუხარებითა და მოთმინებითა ძალუძს კაცსა სვლა შემდგომად ქრისტესსა? ეს ღმეთმან კი არ განაჩინა, ძმაო, არამედ თვით ჩვენმა სიცოდვემ და სიბოროტემ. ღმერთმა სამოთხის ცხოვრება და ნუგეში დაუნიშნა კაცსა თვით ამ ქვეყანასა ზედა; გარნა ცოდვამან ჩვენმან და ბოროტებამან გვიყო ესე, რომელ ახლა აღარ შეიძლება ნუგეშითა და ნეტარებითა განტარება სოფლიურის ცხოვრებისა. ახლა მხოლოდ ჯვარის ზიდვით შეიძლება მოპოვება სამოთხის ნეტარებისა.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები