წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

თემა: ჯვარი

წმიდა იყო და სულის წმიდისაგან განათლებული მოციქული პავლე; რაღა საჭირო იყო მისთვის ჯვარის ზიდვა? გარნა რას მოგვითხრობს, იგი ჩვენდა განსაკვირვებლად? მოგვითხრობს, რომ მას სჭირდა ერთი საშინელი სნეულება, რომელი ფრიად სტანჯვიდა სხეულსა მისსა. სამჯერ მხურვალედ ევედრა ღმერთსა, რათა განათავისუფლოს იგი მისგან, გარნა რა უპასუხა ღმერთმან? – „საკმაო არს შენდა მადლი იგი ჩემი, რომელი მოგეც; ძალი ჩემი უძლურებასა შინა აღსრულდება“. და ესრეთ არ ისმინა ლოცვა მისი.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები