image

თემა: საღვთო სჯული

საღმრთოსა ჩვენსა სჯულსა აქვს ორი კერძო, ანუ ორი მხარე: ერთი არის სწავლა, ანუ გონებითი განმარტება სჯულის საზღვართა, ესე იგი, როგორ უნდა გვესმოდეს ჩვენი სჯული, რა უნდა გვრწამდეს, და რას უნდა უარვყოფდეთ. ამ კერძოს სწავლისას ეწოდება „დოგმატი“. მეორე მხარე ჩვენი სჯულისა არის თვით საქმე, ანუ ცხოვრება, ყოფა–ქცევა, ესე იგი, როგორი ცხოვრება უნდა გვქონდეს და რა საქმე უნდა აღვასრულოთ. ცხადია, რომ პირველი სჯულის კერძო, ანუ დოგმატი არის და უნდა იყოს შეურყეველი, შეუცვლელი. იგი ერთხელვე გადაწყვიტეს და განსაზღვრეს მამათა ჩვენთა და ჩვენ არა გვაქვს უფლება, რომ გამოვცვალოთ ისინი. საღმრთო სჯულსა აქვს მეორე კერძო, ესე იგი ზნეობა, ცხოვრება, ყოფა–ქცევა. ეს კერძო კი ყოველთვის უნდა იცვლებოდეს, ესე იგი კეთდებოდეს, უმჯობესი შეიქმნებოდეს, მარადჟამს დაუსრულებლად უნდა მაღლდებოდეს, ვრცელდებოდეს; როგორადაც თვითოეული კაცი, ეგრეთვე მთელი კაცობრიობა თანდათან უნდა წინ მიდიოდეს სათნოებასა, ზნეობასა, პატიოსნებასა შინა, შემწეობითა იმ საღმრთო სჯულისათა, რომელიცა მოგვცა ღმერთმან.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები